среда, 24 июня 2020 г.

2019-2020 სასწავლო წლის დასასრული

დასასრულს მიუახლოვდა 2019-2020 სასწავლო წელი . უკან მოვიტოვეთ დაწყებითი საფეხური და თამამად შევაბიჯეთ საბაზო საფეხურის რთულ და  ამავე დროს  საინტერესო სამყაროში . დარწმუნებული ვარ წინ ბევრი წარმატება გველის !







კარანტინი , როგორც ახალი ნიჭებისა და უნარების აღმოჩენის საშუალება


ცეკვის საერთაშორისო დღე


пятница, 14 февраля 2020 г.

მათემატიკის ვიქტორინა

მათემატიკის კვირეულის ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინები და კონფერენციები კლასებს შორის . 12 თებერვალს ჩატარდა ვიქტორინა კონკურსი მე6ა  მე6ბ  მე6გ და მე6დ კლასებს შორის . ჩვენ ვიბრძოლეთ , არ დავიშურეთ ენერგია და მონდომება .








вторник, 7 января 2020 г.

2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგები

ჩემო მოსწავლეებო და მოსწავლეების მშობლებო ! 
გილოცავთ ახალი,  2020 წლის დადგომას ! 
გისურევთ სიხარულს, ბედნიერებას და გაასმაგებულ შემართებას დასაული მიზნების მისაღწევათ ! 

მოგეხსენებათ რომ სწავლა განახლდება 15 იანვარს . პირველი სემესტრის მონაცემებით ჩვენი კლასის აკადემიური მოსწრების საერთო ქულა არის 8 ქულა , რაც არ არის ცუდი შედეგი ! 
დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალების მაქსიმალურ წარმოჩენას და სასწავლო წლის დასასრულს დავაფიქსირებთ უკეთესს შედეგებს 


среда, 18 декабря 2019 г.

სასკოლო პროექტი და ჩვენი ჩართულობა


მოგეხსენებათ ჩვენ სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში განთავსდა საგანგებო კონტეინერი პლასტიკური ბოთლებისთვის. 
კვირის განმავლობაში მასში ვაგროვებთ გამოყენებულ პლასტიკურ ბოთლებს და ვაბარეთ გადასამუშავებლად . ჩვენი სკოლის მე-9ა კლასელები აწარმოებენ აღრიცხვას კვირის განმავლობაში რომელი კლასი უფრო მეტ რაოდენობა ბოთლს ჩააბარებს . ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და არსებული რეკორდი (55 ბოთლი) მოვხსენით .
 ეკოლოგიაზე მზრუნველების პირველობა  უდავოდ ჩვენია !




ახალი პროექტი

2019 წლის დეკემბრის პირველ კვირაში ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ხატია პაპიაშვილმა , რომელიც ამჟამად არის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, შემოგვთავაზა პროექტი , რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკისგან დამზადებული ნივთების მეორად გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში . ჩვენ მოვიფიქრეთ , როგორ შეგვიძლია უკვე გამოყენებული პლასტიკური ბოთლებისგან დავამზადოთ პატარა საყვავილეები .ნ.ჭაუჭიძე, მ.კიკილაშვილი, მ.ჯაოშვილი,ა.შენგელია, ს.კიკილაშვილი და ა.ზარნაძე დიდი ხალისით ჩაერთნენ პროექტში და შედეგად კოკა კოლის ბოთლებს მისცეს  ,,მეორე სიცოცხლე,, მშვენიერი საყვავილეების სახით





ფიქრია ფართლაძემ ერთჯერადი თეფშებიდან ,კოვზებიდან და საახალწლო წვიმებით გააკეთ პატარა ნაძვისხე საკლასო ოთახის გასახალისებლად


2019-2020 სასწავლო წლის დასასრული

დასასრულს მიუახლოვდა 2019-2020 სასწავლო წელი . უკან მოვიტოვეთ დაწყებითი საფეხური და თამამად შევაბიჯეთ საბაზო საფეხურის რთულ და  ამავე დროს...