среда, 18 декабря 2019 г.

სასკოლო პროექტი და ჩვენი ჩართულობა


მოგეხსენებათ ჩვენ სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში განთავსდა საგანგებო კონტეინერი პლასტიკური ბოთლებისთვის. 
კვირის განმავლობაში მასში ვაგროვებთ გამოყენებულ პლასტიკურ ბოთლებს და ვაბარეთ გადასამუშავებლად . ჩვენი სკოლის მე-9ა კლასელები აწარმოებენ აღრიცხვას კვირის განმავლობაში რომელი კლასი უფრო მეტ რაოდენობა ბოთლს ჩააბარებს . ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და არსებული რეკორდი (55 ბოთლი) მოვხსენით .
 ეკოლოგიაზე მზრუნველების პირველობა  უდავოდ ჩვენია !




ახალი პროექტი

2019 წლის დეკემბრის პირველ კვირაში ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ხატია პაპიაშვილმა , რომელიც ამჟამად არის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, შემოგვთავაზა პროექტი , რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკისგან დამზადებული ნივთების მეორად გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში . ჩვენ მოვიფიქრეთ , როგორ შეგვიძლია უკვე გამოყენებული პლასტიკური ბოთლებისგან დავამზადოთ პატარა საყვავილეები .ნ.ჭაუჭიძე, მ.კიკილაშვილი, მ.ჯაოშვილი,ა.შენგელია, ს.კიკილაშვილი და ა.ზარნაძე დიდი ხალისით ჩაერთნენ პროექტში და შედეგად კოკა კოლის ბოთლებს მისცეს  ,,მეორე სიცოცხლე,, მშვენიერი საყვავილეების სახით





ფიქრია ფართლაძემ ერთჯერადი თეფშებიდან ,კოვზებიდან და საახალწლო წვიმებით გააკეთ პატარა ნაძვისხე საკლასო ოთახის გასახალისებლად


четверг, 12 декабря 2019 г.

,,გემრიელი,, ექსკურსია ხელოვნების მუზეუმში

2019 წლის 12 დეკემბერს ვესტუმრეთ თბილისის ხელოვნების მუზეუმს პროგრამით ,,კანფეტების ისტორია,,. პროგრამის ფარგლებში დავათვალიერეთ მუზეუმის საინტერესო ექსპოზიცია










,მოვისმინეთ მინი ლექცია პირველი კამფეტების დამზადების ისტორია და ვუყურეთ დოკუმენტალურ ფილმს თანამედროვე კამფეტების დამზადების ტექნოლოგიაზე .

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჩვენი გემოვნებით შევარჩიეთ შოკოლადის უგემრიელესი კამფეტისთვის შეფუთვის დიზაინი . ხალისიანი და გემრიელი ექსკურსიით კმაყოფილები დავრჩით






















2019-2020 სასწავლო წლის დასასრული

დასასრულს მიუახლოვდა 2019-2020 სასწავლო წელი . უკან მოვიტოვეთ დაწყებითი საფეხური და თამამად შევაბიჯეთ საბაზო საფეხურის რთულ და  ამავე დროს...